მხატვარი, რომლის შთაგონების წყარო მოზღვავებული პროტესტის გრძნობა და მუსიკაა მხატვარი, რომლის შთაგონების წყარო მოზღვავებული პროტესტის გრძნობა და მუსიკაა />


  09:14:25     29-06-2015

მხატვარი, რომლის შთაგონების წყარო მოზღვავებული პროტესტის გრძნობა და მუსიკაა

a39248.jpg

დღევანდელი რუბრიკის სტუმარი ახალგაზრდა მხატვარი გურამ აზმაიფარაშვილია. გურამის შემოქმედება საკმაოდ სპეციფიკური და საინტერესოა. აღსანიშნავია, რომ მისი შემოქმედებით აღფრთოვანებას , ძირითადად, უცხოელები გამოხატავენ და საქართველოში იგი , შეიძლება ითქვას, უცნობ მხატვრად ითვლება.
 
-    თქვენი ნახატები უამრავი დეტალითაა შევსებული. საიდან იბადება ამ დეტალთა ხატვის იდეა?

-     ალბათ, რაც ქვეცნობიერს აქვს დამახსოვრებული, იმას ავლენს ჩემი ხელები ფურცელზე. ეს უამრავი დეტალი ერთ მთლიანობას ქმნის

-    რა ჰქვია თქვენს სტილს, რასაც ხატავთ?

-     არ ვიცი, იქნებ სურრეალიზმი?

-    გაქვთ სამხატვრო განათლება ?

-       1 წელია სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ვარ, მაგრამ დიდად არ დამხმარებია. არც ვთვლი , რომ რამე ისეთია ჩემს ნახატებში, რასაც სწავლა სჭირდება.

-    გამოფენა თუ გქონიათ?

-       გამოფენა არ მქონია. მხოლოდ სოციალურ ქსელში მაქვს გამოფენა მუდმივად და უფასოდ.

-    კომერციული თვალსაზრისით, რამდენად მომგებიანია თქვენი ნამუშევრები და თუ ხართ ამაზე ორიენტირებული?

-    ამაზე ორიენტირებული არ ვარ , თუმცა  შეკვეთები მქონია და მათი 100 % უცხოელებისგან იყო.

დღესაც ვთანამშრომლობ რამდენიმე მათგანთან. მაგალითად, ქეით დეივისი ,ბრიტანელი მწერალი, რომელსაც წიგნის ყდა გავუფორმე. საუბარია "ვამპირულ ომებზე". საკმაოდ კრეატიულად უნდოდა გაპიარება.  მეორე დამკვეთი ნიუ ჯერსიდანაა . ჩემი ნახატი ნახა შემთხვევით ინტერნტში და მომწერა . რამდენიმე შეკვეთა მომცა. მაისურებს უშვებს, რომლებზეც ჩემი ნახატებია გამოსახული. საკმაოდ განსხვაბული სტილის მაისურებია. ესეც ერთგვარი გამოფენაა, როცა შენი ნახატი , დედამიწის მეორე მხარეს , ადამიანს მკერდზე აქვს გამოსაახული . ალბათ , ეს უფრო საინტერესოა.

-    რა არის თქვენი შთაგონების წყარო?

-    მოზღვავებული პროტესტის გრძნობა და მუსიკა. 0

ავტორი: