"არ ვქმნი პოპულარულ მუსიკას, ტელესივრცეშიც ამიტომ არ ვჩანვარ" "არ ვქმნი პოპულარულ მუსიკას, ტელესივრცეშიც ამიტომ არ ვჩანვარ" /> "/> " />


  15:02:20     28-06-2015

"არ ვქმნი პოპულარულ მუსიკას, ტელესივრცეშიც ამიტომ არ ვჩანვარ"

a39195.jpg

ირაკლი მანჩხაშვილი ხმის რეჟისორი და მუსიკოსია. ინნტერნეტსივრცეში იგი Irakli Man-ის ფსევდონიმითაა ცნობილი. ამბობს, რომ სიჩუმე უყვარს, ბედნიერი მამაა და „ზემოდან“ ჩამოსულ ენერგიას მუსიკაში აცოცხლებს. მუსიკა მასაზე გათვლილი არ აქვს, შესაბამისად პოპულარულიც არაა, თუმცა, როგორც ყველა მუსიკოსს, თავისი მსმენელი მასაც ჰყავს.

-    ტელეეკრანებზე არ ჩანხართ, არც სოციალურ ქსელზე აქტიურობით გამოირჩევით. საზოგადოება თითქმის არ გიცნობთ. რატომ?

-    არ ვქმნი პოპულარულ მუსიკას, ტელესივრცეშიც ამიტომ არ ვჩანვარ. ხალხისთვის ქალაქური მუსიკა უფრო საინტერესოა, ვიდრე ჩემი. სოციალურ ქსელზე კი დროის არქონის გამო ვერ ვაქტიურობ.

-    თქვენ შექმენით მუსიკა ცნობილი ქართული სერიალისთვის „გოგონა გარეუბნიდან“. შეგარჩიეს თუ იცოდნენ , რომ თქვენთვის უნდა მოემართათ?

-    მთელი სერიალისთვის მუსიკა მე არ დამიწერია. ეს მხოლოდ მესამე სეზონი იყო. თუ ზუსტად მახსოვს, ჩემზე ნაცნობებისგან გაიგეს. მუსიკას მოუსმინეს და მოეწონათ. ეს კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის. სამწუხაროდ, მესამე სეზონი რამდენიმე სერიაში დაიხურა.

-    იყო სხვა რომელიმე ცნობილი პროექტი, რომელსაც თქვენი მუსიკა ედო ლაიტმოტივად?

-    იყოს ასეთი სერიალი "კლინიკა". ამ სერიალზე მე ხმის რეჟისორიც ვიყავი და კომპოზიტორიც. ასევე იყო სამსერიანი მინი სერიალი "ნაფიცი მსაჯული", რომელიც რუსთავი 2-ზე გადიოდა. იყო კიდევ პატარ-პატარა პროექტები, მაგალითად TBC-ის Facebook აპლიკაციისთვის (Smubble) დავწერე მუსიკა და გავახმოვანე. თამაშისთვის, თოჯინების სპექტაკლისთვის... ყვეოლაფრის მოსმენა ჩემს Soundcloud-ზე შეიძლება.

-    როგორია მუსიკის წერის პროცესი? რა გაძლევთ მუშაობის სურვილს?

-    ეს ალბათ ერთ-ერთი იმ კითხვათაგანია, რომელზეც პასუხის გაცემა ყველაზე მეტად მიჭირს. წერის პროცესში მთლიანად ითიშება გონება და გარემოს ვეღარ ვამჩნევ., ისევე, როგორც ყველა სხვა ხელოვანი, იქნება ეს მხატვარი, რეჟისორი, მწერალი, სკულპტორი თუ სხვა. არ არსებობს, რომ მუსიკის წერის პროცესში ფიქრი დავიწყო და მუსიკა არ გაწყდეს. ჩემი აზრით, წერის დროს "ზემოდან" ჩამოდის ენერგია და ინფორმაცია სხვა სამყაროებზე და ეს ენერგია თუ ინფორმაცია ჩემს მუსიკაში ტრანფორმირდება.

-    საოცრად მშვიდი მელოდიები გაქვთ, სევდიანიც... როგორია ირაკლი , ჰგავს იგი თავის კომპოზიციებს?

-    კი, მიყვარს სიმშვიდე და მშვიდი ადამიანები. ეს არ ნიშნავს გარე სიმშვიდეს, როცა ზიხარ და არაფერს აკეთებ, თუმცა პერიოდულად ესეც ძალიან მნიშნელოვანია. მე შინაგან სიმშვიდეს ვგულისხმობ, როცა ადამიანის გონება ტბასავით  მშვიდია და გულში ქაოსი არაა.

-    რას გეგმავთ, ხომ არ მუშაობთ რომელიმე პროქტზე?
-    
-    ჩემი ამჟამინდელი პროექტი და ჯგუფია "The BearFox". კიდე არის ეგეთი პროექტი "Catch The Clouds". ორივეს მოსმენა ინტერნეტში შეიძლება. რაც შეეხება The BearFox-ს , ჩვენ 30 ივნისს , თბილისში სტიქიით დაზარალებულთათვის, საქველმოქედო კონცერტს ვმართავთ, ხოლო 7 ივლისს Tbilisi Open Air-ზე ვუკრავთ Placebo-სთან ერთად. გარდა ამისა, სერიოზულად ვმუშაობთ საკუთარი მუსიკის დახვეწასა და გამდიდრებაზე... ვუკრავთ, ვმსჯელობთ, ვუსმენთ სხვას... მთავარია არ გაჩერდე. 0

ავტორი: