"უკრაინელმა მაყურებელმა ძალიან კარგად მიმიღო" - ექსკლუზიური ინტერვიუ მებო ნუცუბიძესთან "უკრაინელმა მაყურებელმა ძალიან კარგად მიმიღო" - ექსკლუზიური ინტერვიუ მებო ნუცუბიძესთან /> "/> " />


  16:10:23     26-06-2015

"უკრაინელმა მაყურებელმა ძალიან კარგად მიმიღო" - ექსკლუზიური ინტერვიუ მებო ნუცუბიძესთან

a39127.jpg

მებო ნუცუბიძემ თავი ქართველ მაყურებელს  "X ფაქტორიდან" დაამახსოვრა. პირველი გამოსვლისთანავე მოიპოვა მსმენლის სიმპათია და სიყვარული. მებოს ხმის არაორდინალური ტემბრითა და სახასიათო მანერებით უკრაინელი ჟიურიც მოიხიბლა. იგი თავის ჯგუფთან ერთად  (The BearFox) , 7 ივლისს , Open Air-ზე დაუკრავს.

- მებო, თქვენ ახლახან მონაწილეობდით უკრაინულ მუსიკალურ პროექტში. გვიამბეთ ამის შესახებ. როგორ მიგიღოთ უკრაინელმა მაყურებელმა?

- უკრაინელმა მაყურებელმა ძალიან კარგად მიმიღო. არც კი ველოდი ასეთ ამბავს. ბედნიერი და გაღიმებული დავდიოდი კიევის ქუჩებში, ხალხი რომ მცნობდა და სიყვარულს გამოხატავდა. 

- მოგცათ ამ პროექტმა ის , რაც იქს ფაქტორში დაგაკლდათ და რის გამოც პროექტი დატოვეთ?

- დიახ, მუსიკალური თავისუფლება. ჩემი ნამღერი სიმღერები თავად მეტყველებს ამაზე. ვაკარჩუკი ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია და მასთან თანამშრომლობა ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო.

- რას თვლით თქვენი წარმატების უმნიშვნელოვანეს მიზეზად?

- შრომას, შრომას და შრომას.

- როგორც ვიცით, 7 ივლისს Open Air-ზე დაუკრავთ Placebo-სა და Loudspeakers-ის გვერდით. როგორია თქვენი განწყობა, რას მოელით ამ დღისგან?

- განწყობა არის ძალიან მაგარი. ჩვენს მეგობარ ლოუდებთან უკვე ბევრჯერ მაქვს დაკრული, ერთადაც  გვიმღერია რამდენიმე სიმღერა. პლასიბოს გვერდით დგომა ხომ საერთოდ, უმაგრესი მომენტია. თუმცა ამ ეიფორიამ მალევე გაიარა და ახლა უკვე მთელი არსით გადავეშვით მუსიკაში. ვამზადებთ პროგრამას და ვფიქრობთ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ მივიტანოთ ჩვენი მუსიკა ხალხამდე, მაქსიმალურად კარგად.

- როგორია მებო, როცა არ მღერის?

- ისეთივე, როცა მღერის. მუსიკოსმა არ უნდა ითამაშო სცენაზე.

- პირად ცხოვრებაზე მიამბეთ. რამდენად უთმობთ დროს მეგობარ გოგონას, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მისი თანადგომა?

- ჩემს მეგობარ გოგონას ცალკე დრო არ სჭირდება. ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მისი თანადგომა არა მარტო მნიშვნელოვანი, არამედ სასიცოცხლოცაა.

- რას გეგმავთ სამომავლოდ? ხომ არ ფიქრობთ ალბომის გამოშვებაზე?

- კონკრეტულად ასე არაფერს. ქართულ მუსიკალურ რეალობაში ცოტა რთულია დაგეგმო რაიმე. აქ არაფერი ხდება, არ არსებობენ პროდუსერები, ფესტივალები, საკონცერტო დარბაზები... ვნახოთ, რა შეიძლება მოხდეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

- რას ეტყოდით თქვენს მსმენელს?

- მსმენელს მადლობს ვეტყოდი იმისთვის, რომ უსმენს ჩემს მუსიკას. 0

ავტორი: