უკრაინული “Fashion Week”  და ქართველები უკრაინული “Fashion Week” და ქართველები />


  11:09:37     19-03-2011

უკრაინული “Fashion Week” და ქართველები

a4282.jpg

წელიწადში ორჯერ, უკრაინელი, მოდის მიმდევარი საზოგადოება, ტრადიციისამებრ, “Ukrainian Fashion Week” – ზე იკრიბება. მიმდინარე კვირას გამართული ღონისძიება (სადაც 2011-2012 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარმოადგინეს), მედიის და ექსპერტების აზრით, საინტერესოდ წარიმართა.

 

“Ukrainian Fashion Week,” ჩვეულებისამებრ, ლილიას კოლექციით გაიხსნა. დიზაინერმა მაყურებლის წინაშე დამახასიათებელი ელეგანტური სამოსი წარმოადგინა, მხოლოდ წელს, უფრო ნათელი ფერებით გააცოცხლა. კოლექციაში კაბები ჭარბობდა, რომელთაგან უმრავლესობა გრძელ ზედატანებს უფრო ჰგავდა.

 

ლილიამ ჩვენების შემდეგ განაცხადა, რომ მისი კოლექციის თემა დრუიდებით არის შთაგონებული. ამ გამოსვლამ მედიის ირონიული შეფასებები გამოიწვია. ჟურნალისტების აზრით, დიზაინერებისათვის დამახასიათებელია, საკუთარი კოლექციების შესახებ გაუგებარი ტექსტებით საუბარი.

 

ბრიტანული თემა, ამჯერად, ვიქტორია გრესმა შემოიტანა – გრძელი, მსუბუქი კაბებით, ფერადი წინდებით... ირინა კარავაიმ მოდის მიმდევრებს 60-იან წლებში დაბრუნება შესთავაზა, მკაცრი სილუეტის სამოსით და ფერებით.

 

მოდის კვირეული ქართველებისთვის იმით აღმოჩნდა საინტერესო, რომ ჩვენებაში მონაწილეობა კახი კალაძის მეუღლემ, ანუკა არეშიძემ მიიღო. მან ბიჭოლა თეთრაძესთან ერთობლივი კოლექცია, უკრაინაში, პირველად წარმოადგინა და კოლექციის გადაჭარბებული ორიგინალურობით უკრაინული პუბლიკა ფრიად გაოცებული დატოვა.

 

უკრაინულ მოდის კვირეულს ცნობილი პიროვნებები იშვიათად სტუმრობენ, თუმცა ადგილობრივი მასშტაბით მნიშვნელოვად ღონისძიებად ითვლება. წლევანდელი ჩვენება, სპეციალისტების შეფასებით, საინტერესოდ წარიმართა.
0

ავტორი: