11:06:12     19-03-2011
ამერიკული არმია, “ვირტუალური მებრძოლები” და “ფეისბუქი”
ამერიკული არმია, სპეციალურად სოციალური ქსელების, “ფეისბუქის” და “ტვიტერისათვის,” “ვირტუალურ მებრძოლებს” მოამზადებს, რათა, მათი დახმარებით, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება მოახდინოს. ამის შესახებ “გარდიანი” წერს.
გამოცემის მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობამ კალიფორნიაში განთავსებულ ერთერთ კომპანიასთან კონტრაქტი ისეთი პროგრამის მოსამზადებლად გააფორმა, რომელიც ათეულობით ერთმანეთთან კავშირში არმყოფ “ვიტუალურ ჯარისკაცებს” სოციალური ქსელების და ბლოგების ეფექტური კონტროლის საშუალებას მისცემს.
ხელშეკრულების მიხედვითვე, თითოეულ მათგანს სათანადო სამუშაო გამოცდილება და საიმედო პირადი მონაცემები უნდა ჰქონდეს, რათა ინტერნეტ-საზოგადოებაში ეჭვები არ გამოიწვიონ.
ცენტრალური სამეთაურო შტაბის პრეს-მდივნის ბილ სპიკის თქმით, პროგრამის შექმნის მიზეზი, ინტერნეტში ექსტრემისტების და ისეთი პირების მომრავლებაა, რომელნიც ანტიამერიკულ პროპაგანდას აქტიურად ეწევიან. იგეგმება, რომ “ვირტუალური მებრძოლები” კიბერ-სივრცეში, მთელი მსოფლიოს ინგლისურენოვან სეგმენტზე იმუშავებენ. 0