დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია და კადაფის “ბოლო გაფრთხილება” დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია და კადაფის “ბოლო გაფრთხილება” />


  11:05:37     19-03-2011

დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია და კადაფის “ბოლო გაფრთხილება”

a4278.jpg

დასავლურმა ქვეყნებმა, საომარი ოპერაცია ლიბიაში, შესაძლოა, დღეს, პარიზში დაგეგმილი საერთაშორისო შეხვედრის შემდეგ დაიწყონ. ამის შესახებ “ბიბისის” გაეროში საფრანგეთის წარმომადგენელმა ჟერარ არომ განუცხადა.

“დღეს, ჩვენ, პარიზში, ლიბიის კრიზისთან დაკავშირებით, სამიტს გავმართავთ, სადაც სამხედრო ოპერაციებსა და დიპლომატიურ ღონისძიებებში მონაწილე ყველა ძირითადი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

 

ვფიქრობ, ეს იქნება შესაფერისი მომენტი, რათა ლიბიის ხელისუფლებას საბოლოო შეტყობინება გავუგზავნოთ, რომ ჩვენ, აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ულტიმატუმით გამოვდივართ. მიმაჩნია, რომ ამ შეხვედრიდან რამდენიმე საათში სამხედრო ოპერაციის შესახებ მივიღებთ გადაწყვეტილებას.” – განაცხადა დიპლომატმა.

 

ლიბიის შესახებ, საერთაშორისო შეხვედრაზე პარიზში, მონაწილეობას მიიღებენ: საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტი დევიდ კემერონი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი, ევროსაბჭოს, არაბული ქვეყნების ლიგის და აფრიკის კავშირის წარმომადგენლები. 
0

ავტორი: