მეტრომშენის დასახლებაში ორი ახალგაზრდა დაჭრეს მეტრომშენის დასახლებაში ორი ახალგაზრდა დაჭრეს />


  14:36:07     24-06-2015

მეტრომშენის დასახლებაში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

a38944.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრო  მეტრომშენის დასახლებაში ორი პირის დაჭრის ფაქტს ადასტურებს.

როგორც „პრესა.ჯი“-ს უწყებაში განუცხადეს, მომხდარ ფატქზე სულ ოთხი პირი დააკავეს, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ორი პიროვნების დაჭრის ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაკავებულთაგან სამს გამოძიება ხულიგნობას ედავება (239- მუხლი), მათგან ერთს დაკავების მომენტში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა, შესაბამისად, ეჭვმიტანილს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების მუხლითაც გაასამართლებენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდები ცივი იარაღით დაჭრეს.

მეტრომშენის დასახლებაში 2 ახალგაზრდა გუშინ დაჭრეს.  შემთხვევა ყვარლის ქუჩა 103 ნომერში მოხდა.

დაჭრილებიდან ერთ-ერთის გ. ს-ს მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურად მიძმეა, რაც შეეხება მეორე დაჭრილს, ზ. კ-ს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

დაჭრის მოტივად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. 0

ავტორი: