კურდღელი თეთრ ღვინოში კურდღელი თეთრ ღვინოში />


  10:54:06     19-03-2011

კურდღელი თეთრ ღვინოში

a4272.jpg

მასალა: კურდღლის ხორცი – 400 გრამი, შებოლილი ლორი – 200 გრამი, ხახვი – 4 თავი, ტკბილი წიწაკა – 2 ცალი, პომიდორი – 2 ცალი, ქათმის ბულიონი – 1 ჭიქა, თეთრი ღვინო – ნახევარი ჭიქა, ნიორი – 2 კბილი, ზეთი – 4 სუფრის კოვზი, შავი ქლიავი კურკების გარეშე – 100 გრამი, დაფნის ფოთოლი – 3 ცალი, ქინძი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.   

 

კურდღლის ხორცს მოვაყაროთ მარილი, პილპილი და შევწვათ ზეთში, დაჭრილ ლორთან ერთად. დავამატოთ დაჭრილი ხახვი და ნიორი, დავასხათ ბულიონი, ღვინო და 20 წუთი ვადუღოთ. პომიდორს მოვაშოროთ კანი და დავჭრათ კუბიკებად. დავჭრათ ასევე პილპილი და შავი ქლიავი. ეს ყველაფერი დავამატოთ კურდღელს და 10 წუთი ვადუღოთ. მომზადებამდე ხუთი წუთით ადრე, ჩავამატოთ დაფნის ფოთოლი და ქინძი. მირთმევის წინ, კერძს მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი.

0

ავტორი: