იოსებიძეზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს იოსებიძეზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს />


  10:09:03     24-06-2015

იოსებიძეზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

a38927.jpg

გვიან ღამით,  იოსებიძის ქუჩა #47-ში მდებარე სკვერში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაზარალებულს  ორმა უცნობმა პირმა  ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ჭრილობა მიაყენეს. 

დაჭრილი "რესპუბლიკურ საავადმყოფოში"  ახლობლებმა საკუთარი ძალებით გადაიყვანეს. ის ამავე უბნის მცხოვრებია. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. 

დაჭრილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსთა თქმით, სტაბილურია.

ის ორივე ფეხშია დაჭრილი და უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.

როგორც „პრესა.ჯი“-ს შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი, რომელიც ამავე უბნის მცხოვრებია, ახლობლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მომხდარის დროს სკვერში ბავშვები და ქალებიც იმყოფებოდნენ.

0

ავტორი: