სამეფო წვნიანი სამეფო წვნიანი />


  10:52:58     19-03-2011

სამეფო წვნიანი

a4271.jpg

მასალა: შემწვარი წიწილა, 6 ჭიქა ხორცის ყავისფერი ბულიონი, 6 ცალი ტკბილი ნუში, 100 გრამი თეთრი პური (ქერქის გარეშე), მარილი, მწვანილი – გემოვნებით.

 

შემწვარ წიწილას მოვაშოროთ ძვლები და მოვათავსოთ მდუღარე ბულიონში. ვხარშოთ ნელ ცეცხლზე, 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ხორცი ამოვიღოთ და გავატაროთ ხორცსაკეპში, ნუშთან და ბულიონში დამბალ პურთან ერთად. ეს მასა ჩავუმატოთ ქვაბში ბულიონს და კარგად ავურიოთ. მირთმევის წინ, ყოველ თეფშზე მოვათავსოთ ცხიმში შემწვარი პური. შეგვიძლია გავაფორმოთ მწვანილითაც.

0

ავტორი: