10:52:29     19-03-2011
შოკოლადის კექსი
მასალა: შოკოლადიანი ორცხობილა – 200 გრამი, კარაქი – 200 გრამი, კვერცხის გულები – 2 ცალი, შაქრის ფხვნილი – 100 გრამი, კაკაოს ფხვნილი – 4 სუფრის კოვზი, სქელი ნაღები – 3 სუფრის კოვზი, სიმინდის ფქვილი – 1 სუფრის კოვზი, ყველი როკოტა – 500 გრამი, შოკოლადი – 100 გრამი.
ორცხობილა დავაქუცმაცოთ, დავუმატოთ 100 გრამი გამდნარი კარაქი. კვერცხის გულები ცილისგან გავაცალკევოთ. დარჩენილი კარაქი ავთქვიფოთ შაქართან ერთად და დავამატოთ კვერცხის გულები. კაკაოს ფხვნილს დავუმატოთ ორი სუფრის კოვზი ადუღებული წყალი, შემდეგ – ნაღები, ფქვილი და ავთქვიფოთ მიქსერით. ნაზავს ჩავაყაროთ გახეხილი ყველი, შოკოლადი, მომზადებული ორცხობილა და ავურიოთ. კექსი გამოვაცხოთ ფორმაში, 150 გრადუსზე, მზადყოფნამდე. გავაფორმოთ შოკოლადით და ათქვეფილი ნაღებით.
0