16 წლის შვილის მიერ ყელგამოჭრილი ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა 16 წლის შვილის მიერ ყელგამოჭრილი ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა />


  21:55:31     20-06-2015

16 წლის შვილის მიერ ყელგამოჭრილი ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა

a38683.jpg

16 წლის ახალგაზრდა, რომელმაც თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩა #29-ში საკუთარ დედას ყელი გამოჭრა, პოლიციაშია გადაყვანილი.

46 წლის ქალბატონს კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

როგორც "პრესა.ჯი"-ს საავადმყოფოში განუცხადეს, დაჭრილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

"პაციენტის მდგომარეობა ფასდება მძიმედ, კლინიკაში ის კონტაქტურ მდგომარეობაში შემოვიდა, ის დაუყოვნებლივ იქნა ქირურგიულ განყოფილებაში, საოპერაციოდ გადაყვანილი. ქალბატონს არტერია კომპრესირებით ჰქონდა შეჩერებული".

მკვლელობის მცდელობა დედა-შვილს შორის შეკამათებას უკავშირდება.

ცოტა ხნის წინ, ახალგაზრდა მამაკაცმა დედას ყელი გამოსჭრა, შემდეგ კი თვითმკვლელობა  სცადა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და მაშველები, რომლებმაც მას მე-11 სართულიდან გადახტომის საშუალება არ მისცეს და სახლთან სპეციალური საჰაერო ბალიში გაშალეს.

იხილეთ შს სამინისტროს განცხადება:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ნიკოლოზ ქ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვანმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, დედას – 1969 წელს დაბადებულ ნათია ს-ს ბლაგვი საგნით ყელის არეში დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი ქალბატონი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სტაციონარში გადაიყვანა.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბრალდებულმა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება სცადა. სამართალდამცველებმა საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან ნიკოლოზ ქ-ს უვნებლად ჩამოყვანა მოახერხეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-108 მუხლი). 0

ავტორი: