19:56:36     20-06-2015
ვეფხვის, დათვის და ძაღლის ნაკვალევი - ზოოპარკი ილუსტრაციას აქვეყნებს

"თბილისის ზოოპარკი" მოსახლეობისთვის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ილუსტრაციას აქვეყნებს, რომელზეც გამოსახულია, თუ რა განსხვავებაა ვეფხვის, დათვის და ძაღლის ნაკვალევს შორის.
"შესადარებლად ვაქვეყნებთ ვეფხვის, მგლის, ძაღლისა და დათვის ნაკვალევებს. ძალიან გთხოვთ კარგად დააკვირდეთ ნაკვალევის ზომებსა და ფორმებს."- აცხადებს ზოოპარკი.
0