11:53:40     18-06-2015
17 ივნისის ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში 13 ივნისს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით

გთავაზობთ 17 ივნისის მონაცემებს ბიზნეს სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით 13 ივნისს მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით:
17 ივნისის ფინანსური კონტრიბუციის შედეგები:
§ Petrocas Energy Group და მისი მთავარი აქციონერი დავით იაკობაშვილი - 200 000 ლარი (Petrocas Energy Group-ი მერიის ანგარიშზე გადარიცხავს 75 000 ლარს, ხოლო ზოოპარკის აღსადგენად ჯგუფის დახმარება შეადგენს 25 000 ლარს.
თავის მხრივ ჯგუფის მთავარმა აქციონერმა დავით იაკობაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება იგივე მიზნით თავისი პირადი ანგარიშიდან გაიღოს დახმარება და ასევე 75 000 ლარი გადარიცხოს მერიის სპეციალური ანგარიშზე, ხოლო ზოოპარკს 25 000 ლარით დაეხმაროს)
§ Adjara Group- 100,000 ლარი
§ „ჯორჯიან მანგანეცი“ – 0.5 მილიონი ლარი
§ ბიზნესმენი ზურა წერეთელი- 100 000 დოლარი
§ კომპანია "ვულე ვუ" - 5 000 ლარი
§ სს მისო ,,კრისტალი“ - 5 000 ლარი
§ შპს "ზოდი პლიუსი" - 4000 ლარი
§ ლევან კობიაშვილის საერთაშორისო ფონდი "კობი და მეგობრები" - 10 000 ლარი
§ სამორინე “ივერია” - 20 000 ლარი
§ ქობულეთში მცხოვრები კიევის ყოფილი მერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი - 110,000 ლარი (100,000 ლარს თბილისის მერიის დახმარების ფონდში გადარიცხავს , ხოლო 10,000 ლარს მიიღებს გმირულად დაღუპული მაშველის ოჯახი, რომელიც გმირთა მოედანზე სამაშველო ოპერაციის დროს დაიღუპა)
§ გია გვარამიას კლინიკა (შპს "ესთელაინი“) - 3000 ლარი
§ კომპანია “ლიდერბეთი” - 10,000 ლარი
§ პაშა ბანკი - 10 000 ლარი
§ კომპანია „ტოიოტა“ – 10 000 ლარი
§ „ვითიბი
ბანკი“ და ფონდი „ვითიბი ჯენერეიშენი“ - მობილიზებულია 100 000 ლარი (რეკომენდაციის საფუძველზე ფონდმა უკვე დაიწყო თანხების გამოყოფა
იმ პროექტებზე, რომლებიც ყველაზე მეტად და სასწრაფოდ საჭიროებს დახმარებას. თანხის
ნაწილი გადაირიცხება თბილისის ზოოპარკის ანგარიშზე და ნაწილი მოხმარდება „მომავლის
სკოლის“ აღდგენით სამუშაოებს)
17 ივნისის ინიციატივები და მიმდინარე აქტივობების შედეგები:
§ კომპანია დრიმლენდ ოაზისი ჩაქვში სტიქიის შედეგად დაზარალებული შვილიანი ოჯახები უფასოდ გაემგზავრებიან და დაისვენებენ, სადაც მათ დახვდებათ სრული კომფორტი დასვენებისა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისათვის.
§ კომპანია Adjara Group, რომელიც აერთიანებს სასტუმროებს ჰოლიდეი ინნ, რუმს თბილისი, რუმს ყაზბეგი და აჭარაბეთი, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად და მათ გადასცეს პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები საკვებთან ერთად.
§ "სანტე" რძის პროდუქტებით დაეხმარება სტიქიის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს და მათ ოჯახის წევრებს
§ "გურიელი" დაზარალებულ ადამიანებს და მოხალისეებს ამარაგებს პროდუქტებით
§ კომპანია "ნატახტარმა" სტიქიის ადგილას მომუშავეთა დასახმარებლად გამოყო ხელთათმანები, ტომრები, ლიმონათი, წყალი საკვები და ქოლგები.
§ „სილქროუდ ჯგუფში“ შემავალმა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიამ”დაზარალებულებისთვის საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები, წყალი და საკვები გამოყო. ასევე ამავე ჯგუფში შემავალმა კომპანია "სილქნეტმა" დაზარალებულის პატარებისთვის საჭირო ნივთები - 2000 ლარის ღირებულების ჰიგიენური საშუალებები, ბავშვთა კვების, ტკბილეულისა და წიგნების მიწოდება უზრუნველყო, ასევე აგზავნის საკვებსა და საჭირო ნივთებს მოხალისეებისთვის.
§ "IDS ბორჯომი საქართველო" და ბრენდი „მიტარბი“ პროდუქტით ამარაგებს დაზარალებულებს და მოხალისეებს
§ კომპანია "ზარაფხანა" დაზარალებულ ოჯახებს ამარაგებს ყველაზე მეტად საჭირო ჰიგიენური და პირველადი მოხმარების პროდუქტებით, საკვებითა და საჭირო ჭურჭლით.
§ „ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელმა მოხალისეებს და დაზარალებულებს პროდუქტები მიაწოდა, ასევე დაზარალებულ ოჯახებს 20 000 ლარის ღირებულების სასურსათე ვაუჩერები გადასცა
სულ 13 ივნისის სტიქიური უბედურების შემდეგ 17 ივნისის მონაცემებით:
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 13 ივნისს მომხდარ სტიქიით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დაზარალებულთა დახმარებისა და ქალაქის რეაბილიტაციის მიზნით, სპეციალურად შექმნილ საბანკო ანგარიშებზე 50- ზე მეტი კომპანიის მიერ 3.5 მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული და გაცემულია სხვადასხვა სახის საჭირო პროდუქცია, მათ შორის სასმელი წყალი, ფარმაცევტული და სამშენებლო მასალა.
სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი წარმოგიდგენთ ყოველი დღის ანგარიშს განახლებული ინფორმაციით. გთხოვთ გაეცანით წინა დღეების მონაცემებს ქვემოთ მოცემულ ლინკებზე:
15 ივნისის ანგარიში - http://goo.gl/YTNRDc
16 ივნისის ანგარიში -http://goo.gl/6evp67
ფინანსური კონტრიბუციისთვის:
სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილი საბანკო ანგარიშები მოცემულია სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის facebook გვერზე https://www.facebook.com/csrclubgeorgia?fref=ts ზოოპარკის დახმარების საქველმოქმედო ფონდის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ზოოპარკის ფეისბუქ გვერდზე https://www.indiegogo.com/projects/support-tbilisi-zoo-recovery#/story
CSR კლუბი პასუსხისმგებლობას იღებს, თავი მოუყაროს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას, რომელიც ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით გავრცელდება, მოამზადოს ყოველდღიური ანგარიში და უზრუნველყოს ამ ანგარიშის მედიისთვის მიწოდება. (ან მისი მედიაში გავრცელება) გთხოვთ. მოგვაწოდოთ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება თქვენი კომპანიის მიერ ფულადი ან სხვა რესურსებით გაწეულ დახმარებას.
0