მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ხაჭოს დესერტი მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ხაჭოს დესერტი />


  21:10:03     17-06-2015

მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ხაჭოს დესერტი

a38429.jpg

დღეს გასწავლით მარტივ და ამავე დროს სასარგებლო ხაჭოს დესერტის მომზადებას.

საჭიროა:

400 გ. ხაჭო;

200 გ. არაჟანი;

1 ქილა დაკონსერვებული ანანასი;

0,5 გ. ანანასის წვენი;

25 გ. ჟელატინი;

ნახევარი ქილა შესქელებული რძე("სგუშონი");

ვანილი და ქიშმიში, გემოვნების მიხედვით.

მომზადება:

1. ჟელატინს ვალბობთ ანანასის წვენში, დაახლოებით 1 სთ.;

2. როდესაც იგი შესქელდება, დაბალ ცეცხლზე ვდგამთ და ვურევთ, მაგრამ ადუღებას არ ვაცდით;

3. ხაჭოს ვთქვეფთ არაჟანთან, შესქელებული რძესთან და ვანილთან ერთად ბლენდერში;

4. ვამატებთ გაციებულ ჟელატინსა და კუბიკებად დაჭრილ ანანასს;

5. ვასხამთ პატარა ან ერთ დიდ ფორმაში და ვდგამთ მაცივარში რამდენიმე საათით, სანამ ბოლომდე არ გაცივდება.



0

ავტორი: