09:48:19     18-03-2011
გოგრის სუპი
მასალა: გოგრა – 1 კგ, კარტოფილი – 500 გრამი, რძე – 1 ლიტრი, ხორბლის ფქვილი, შავი პილპილი, მარილი, მწვანილი – გემოვნებით.
გოგრა გავწმინდოთ, დავჭრათ ნაჭრებად, მოვაშოროთ თესლი. გოგრა და კარტოფილი დავჭრათ კუბიკებად. მომზადებული ბოსტნეული მოვხარშოთ 1 ლიტრ მარილიან წყალში, მზადყოფნამდე და ბულიონთან ერთად გავატაროთ სახეხზე. მიღებულ მასას დავასხათ ცხელი რძე, დავამატოთ ფქვილი, მარილი, პილპილი, ავურიოთ და ავადუღოთ. გავაფორმოთ მწვანილით.
0