ფოტოგრაფის მიერ დანახული დედობრივი მშვენიერება ფოტოგრაფის მიერ დანახული დედობრივი მშვენიერება />


  20:04:45     13-06-2015

ფოტოგრაფის მიერ დანახული დედობრივი მშვენიერება

a38087.jpg

ფოტოგრაფ ნილი კერ-ფოქსისთვის კარგად იყო ნაცნობი, რომ ბევრ ახალგაზრდა დედას უჩნდება საკუთარი სხეულის აღქმის პრობლემა მშობიარობის შემდეგ. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მოხდენილი და ლამაზი სხეული, არც ისე იშვიათად, სრულიად იცვლება. ფოტოხელოვანმა გადაწყვიტა, რომ სწორედ ასეთი ქალები აღებეჭდა ფირზე, რათა მათთვისაც და სხვებისთვისაც ეჩვენებინა განსაკუთრებული სილამაზე – დედობრივი მშვენიერება.

ნილი კერ-ფოქსმა  თავისი მიზნებისა და იმედების შესახებ, რომელსაც პროექტში დებდა, თავის ბლოგზე დაწერა.  გამოხმაურებამ მოლოდინს გადააჭარბა — ფოტოგრაფმა მიიღო 30-მდე შეტყობინება, აქედან 16 დედა თანხმდებოდა პროექტში მონაწილეობაზე.

იმისათვის,  რომ ფოტოსესიაში მონაწილეები თავდაჯერებულები ყოფილიყვნენ, თავდაპირველად პროექტის ავტორმა თავად გადაიღო ფოტოები შვილთან ერთად, — "მე მინდოდა მცოდნოდა, რა შეგრძნებები ექნებათ ამ ქალებს კამერის მიღმა და მივხვდი, რომ ვერ შევიგრძნობდი ყველაფერს, თუ თავადაც არ გადავიღებდი მსგავს ფოტოებს" -  ამბობს კერ-ფოქსი.

"გადაღების პროცესში თავს ლამაზად ვგრძნობდი, არასდროს დამავიწყდება ეს გამოცდილება" - ამბობს პროექტის ერთ-ერთი მონაწილე.

იხილეთ ფოტოები: 0

ავტორი: