13:42:40     12-06-2015
GEM Fest-ის პირველი 1000 ბილეთები ექსკლუზიურ ფასად

ხარისხიანი მუსიკა და გართობა 24/7 რეჟიმში. GEM Fest-ზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 15 ივნისიდან დაიწყება. 1000 იღბლიანი ელექტრონული მუსიკის მოყვარული Multi Pass-ის შეძენას მინიმალურ ფასად შეძლებს. მხოლოდ მათთვის, Classic Multi Pass-ის ღირებულება 99 ლარია. ფასდაკლება ვრცელდება Full House Pass-ის შეძენის მსურველებზეც. პრომო-პერიოდში Full House Pass ერთი ადამიანისთვის 239, ორისთვის კი - 338 ლარი ეღირება. მასში გათვალისწინებულია კარვების ქალაქის ორ-ადგილიან კარავში ცხოვრების ღირებულებაც.
მულტი პასის შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.eventer.ge და ფესტივალის ტერიტორიაზე განთავსებულ სალაროებში.
GEM Fest ანაკლიაში 30 ივლისს დაიწყება და 7 აგვისტოს დასრულდება.
0