16:58:49     11-06-2015
მკვლელობა წვიმის შედეგად დაგროვილი წყლის გამო
სენაკში 33 წლის ახალგაზრდამ, 55 წლის მეზობელი, ცივი იარაღით მოკლა.
როგორც გარდაცვლილისა და დაკავებულის მეზობლები აცხადებენ, შელაპარაკების მიზეზი ერთ-ერთის სახლში დაგოვილი წვიმის შედეგად მოსული წყალი გახდა.
„შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგ რაიბულმა ზაურს მუცლის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ის ადგილზე გარდაიცვალა“, - ამბობენ თვითმხილველები.
შს სამინისტროს განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია.
იხილეთ განცხადება:
"შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1982 წელს დაბადებული რაიბულ დ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით სენაკში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით მუცლის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მეზობელს, 1960 წელს დაბადებულ ზაურ გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზაურ გ. მიყენებული ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. რაიბულ დ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)".
0