10:36:50     11-06-2015
ავტოფარეხში აღმოჩენილი გვამის საზარელი მკვლელობის დეტალები
პრესა.ჯი“, ვაჟა-ფშაველას 51 ნომერში პირველ ივნის მომხდარი მკვლელობის შესახებ ერთ-ერთი პირველი წერდა. თბილისში შურისძიების ნიადაგზე 54 წლის მამაკაცმა მასზე 10 წლით უმცროსი მამაკაცი, ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მის დროებით მფლობელობაში არსებულ ავტოფარეხში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
სამართალდამცავებმა 9 ივნისს თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1961 წელს დაბადებული ბრალდებული - მალხაზ ჯ. დააკავეს. შსს-ს მასალების მიხედვით გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2015 წლის 1 ივნისს, ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ნაქირავებ ავტოფარეხში, შურისძიების მიზნით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 45 წლის მამაკაცს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა კი კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ავტოფარეხშივე დამარხა. დანაშაულის ჩადენის იარაღი – "ნაგანი"-ს სისტემის რევოლვერი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს სხვადასხვა დასახელების იარაღი და საბრძოლო მასალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
„პრესა.ჯი“, გუშინ იმ კორპუსს სტუმრობდა სადაც ეს საზარელი მკვლელობა მოხდა. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, დაკავებული წარმოშობით ზესტაფონიდანაა, თბილისში ბინაც და ავტოფარხიც დაქირავებული ჰქონდა.მ.ხ: ეს ადამიანი არ ცხოვრობს ჩვენს კორპუსში, პირადად მე არასდროს მინახავს აქ, თუმცა მეზობლები აცხადებენ, რომ მას ჩვენს ეზოში ავტოფარეხი ჰქონდა ნაქირავები, ძალიან ადრე მიდიოდა და ძალიან გვიან კეტავდა ავტოფარეხს. ამას წინათ ერთ-ერთი ჩვენი მეზობლისთვის უთქვამს, ზესტაფონიდან ვარ, ცოლ-შვილით ვცხოვრობ თქვენ მახლობლადო, ეს გარაჟი კი ვიქირავეო.
- მოკლულის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია ხომ არ გაქვთ?
- არა , ტელევიზიით მოვისმინე, რომ მოკულია 44 წლის კაცი, ამბობენ შურისძიების გამო მოკლაო. ფაქტია, რომ ძალიან შეშინებულები ვართ. მე პირადად საღამოობით ბავშვების ეზოში გაშვებას ვერიდები.
- შს სამინისტროში ამბობენ, რომ მკვლელობა 10 დღის წინ მოხდა, თუ გაიგეთ რაიმე სახის კონფლიქტის შესახებ ამ დღეს?
- ნამდვილად არაფერი გაგვიგია, ამიტომ მეზობლები ვეჭვობთ, რომ ეჭვმიტანილმა ახალგაზრდა კაცი სხვაგან მოკლა და ავტოფარეხში გვიან ღამით მოიყვანა.
0