"ოქრიკა" ციხეში რჩება "ოქრიკა" ციხეში რჩება /> "/> " />


  14:33:49     09-06-2015

"ოქრიკა" ციხეში რჩება

a37940.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ოქროპირიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ლაშა მხარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას კი, ლაშა მახარაძის ახლობლები ტაშით შეხვდნენ.

მანამდე კი განცხადება თვითონ ოქრიკამაც გააკეთა.

"ქუჩის ქალებს შეეშინდათ და ღარიბაშვილს დაუძახეს" განაცხადა ოქროპირიძემ პრემიერ-მინისტრის განცხადების საპასუხოდ, სადაც ღარიბაშვილმა ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის საქმიანობას კოლაფსი უწოდა.

გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები და პრემიერმა პროკურატურას დაავალა, რომ ციხეში დამტოვონ. სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა საქმე ცრუ დასმენის ფაქტზე. ვინმე სპარტაკმა, რომელიც ჩემთან საკანში შემოვიდა, მითხრა ღარიბაშვილოსგან ხარ "დაზაკაზებულიო", - აღნიშნა ოქროპირიძემ პროცესზე.

შეგახსენებთ რომ გიორგი ოქროპირიძე ბრალდებულია 27 წლის ლაშა მახარაძის განზრახ მკვლელობაში.

გამოძიების მასალების მიხედვით, 2 სექტემბერს, აბაშიძის ქუჩაზე 27 წლის ლაშა მახარაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. დამნაშავე "მერსედესის" მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა და იგი მძღოლთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ „ოქრიკა“ ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე აფარებდა თავს.

„ოქრიკა“ 19 წლის ლევან თალაკვაძის განზრახ მკვლელობის გამო იხდიდა სასჯელს ის ლაშა მახარაძის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მარგველაშვილმა, შეწყალების კომისიის იმჟამინდელი უფროსის, ალექსანდრე ელისაშვილის რეკომენდაციით შეიწყალა.

ლაშა მახარაძის დედა აცხადებს, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილის შეწყალება არ უნდა მომხდარიყო. ოჯახის ახლობლების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გიორგი ოქროპირიძე საპატიმროს დატოვებს და მას დამნაშავედ არ სცნობენ, სამართლიანობას თავად აღადგენენ.
მოკლულის ახლობლები მოუწოდებენ ხელისუფლებას, დროულად მიიღონ ზომები, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა სასჯელაღსრულების დაწესებულება არ დატოვოს და „დაგეგმილი მკვლელობების სერია არ განახორციელოს“. 0

ავტორი: