საქართველო ნატოს ვარშავის სამიტზე მაპს ითხოვს – რა შანსები აქვს ჩვენს ქვეყანას? საქართველო ნატოს ვარშავის სამიტზე მაპს ითხოვს – რა შანსები აქვს ჩვენს ქვეყანას? />


  13:12:59     09-06-2015

საქართველო ნატოს ვარშავის სამიტზე მაპს ითხოვს – რა შანსები აქვს ჩვენს ქვეყანას?

a37939.jpg

თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი საქართველოსთვის ნატო-ს მომავალი ვარშავის სამიტს ოპტიმისტურად უყურებს.

"ეს არის იმედისა და მოლოდინის სამიტი და მჯერა, რომ ეს დიდი მოლოდინები ვარშავის სამიტის შედეგებში აისახება. ვიმედოვნებ, რომ ვარშავის სამიტი იქნება წინგადადგმული ნაბიჯი", - აღნიშნავს ხიდაშელი.

მინისტრმა დღეს კომფერენციაზე ისაუბრა ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ქართველი ჯარისკაცების ბრძოლა ნატო-ს სამხედროების გვერდით საქართველოს ერთგულებისა და პარტნიორობის ყველაზე დიდი დადასტურებაა.

ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრის რანგში თინათინ ხიდაშელის პირველი შეხვედრა იენს სტოლტენბერგთან ნატოს შტაბ-ბინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. იქაც საუბრის მთავარი თემა იყო 2016 წელს დაგეგმილი ნატოს ვარშავის სამიტი.

„ვარშავის სამიტი, როგორც ამ შეხვედრაზე, ასევე დღეიდან მომავალი წლის 9 ივლისამდე ნებისმიერ ჩემს შეხვედრაზე იქნება საუბრის მთავარი თემა. ჩვენი პოზიცია, დამოკიდებულება ცნობილია – ჩვენ ვითხოვთ, რომ საქართველო გადავიდეს ნატოსთან ურთიერთობის თვისობრივად ახალ ეტაპზე“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
 
ექსპერტ თორნიკე შარაშენიძეს უჭირს წინასწარ პროგნოზის გაკეთება, მიიღებს თუ არა ჩვენი ქვეყანა სამოქმედო გეგმას მომავალ წელს, თუმცა აცხადებს, რომ სამიტი დღეს რომ ჩატარებულიყო საქართველო მაპს ვერ მიიღებდა.

– უნდა ველოდოთ თუ არა მაპს ვარშავის სამიტზე?

თორნიკე შარაშენიძე: ეს სამიტი დღეს ან ხვალ რომ ჩატარდეს, ამ სიტუაციიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ჩვენ მაპს არ მოგვცემენ.

- სამიტი 2016 წელს არის დანიშნული, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები?

- ერთ-წელიწადში რა იქნება, როგორ განვითარდება პროცესები, ძნელი სათქმელია. ეს დამოკიდებულია რუსეთ-უკრაინის ომის შედეგზე, დამოკიდებულია, რამდენად ძლიერი იქნება საქართველო პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, მაპი დამოკიდებულია მთავრობის მუშაობაზე,, რამდენად გაართმევს ხელისუფლება აღებულ ვალდებულებებს. მთავრობის მუშაობის გაძლიერებაა საჭირო ევროპის დედაქალაქებში, იმიტომ რომ მაპის მინიჭება არ წყდება ბრიუსელის შტაბ-ბინაში არამედ წყდება დედაქალაქებში, რადგან სამოქმედო გეგმის მინიჭება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.  ნამდვილად მისასალმებელია თინა ხიდაშელის განწყობა და ინიციატივა, თუმცა მაპის მისაღებად მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მუშაობა საკმარისი არ არის. თავდაცვის სამინისტრომ აქამდე, ძალიან კარგად შეასრულა ტექნიკური ამოცანები, ჩაატარა რეფორმები, ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები.

- რა უნდა გააკეთოს ღარიბაშვილის მთავრობამ?

- უნდა გააძლიეროს ლობირება, მსოფლიოს დედაქალაქებში. ხელისუფლებას ყველა პრობლემაზე პასუხი უნდა ჰქონდეს. ამას სერიოზული მუშაობა სჭირდება.  თავდაცვის პოლიტიკოსი მინისტრის მუშაობა მაპისთვის საკმარისი არ არის, ლობირებაზე მთავრობის რამოდენიმე სამსახურმა ერთდროულად უნდა იმუშავოს. პრინციპში, აქამდეც უნდა ემუშავათ ამ მიმართულებით. 0

ავტორი: