10:06:13     09-06-2015
დეპუტატ გიორგი კანდელაკის გაქურდვის ფაქტი გახსნილია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კანდელაკის გაქურდვის საქმე გახსნილია.
შსს-ს ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული გიორგი ნ. დეპუტატ გიორგი კანდელაკის გაქურდვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 8 ივნისს დღის საათებში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე, გიორგი კანდელაკს მისი კუთვნილი "ნისანის" მარკის ავტომობილის სალონიდან "ეფლის" ფირმის პორტატული კომპიუტერი და პირადი დოკუმენტები მოპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გიორგი ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დაზარალებულის კუთვნილი კომპიუტერი და პირადი საბუთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გიორგი კანდელაკი გუშინ გაქურდეს."დღეს მანქანიდან ჩანთა ამომაცალეს კომპიუტერით და საბუთებით. ვეკიდები გაგებით კრიმინალის შემცირების ამ უტყუარ ფაქტს", - აცხადებდა კანდელაკი. 0