11:04:47     17-03-2011
წამლების და ექიმების დეფიციტი რუსულ ჯარში
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-სამედიცინო მიმართულების მაღალჩინოსნები, რუსულ არმიაში არსებულ პრობლემებზე ალაპარაკდნენ. მათი განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ექიმებს შორის პროფესიონალი კადრების ნაკლებობით შეშფოთებულია.
ტესტირებამ, სამხედრო ექიმებს შორის, აჩვენა, რომ ექიმების 22 პროცენტის მომზადების დონე საკმაოდ მოძველებულია. სამხედრო ექიმებს სულ უფრო ხშირად ცვლიან სამოქალაქო სპეციალისტები. “იქ, სადაც სამხედრო ექიმია საჭირო, სამოქალაქო მსახურობს” – წუწუნებენ რუსი სამხედროები.
რუსეთში, სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში სწავლების ვადა ორი წელია. გარდა, ექიმების მცირერიცხოვნობისა და არაპროფესიონალიზმისა, როგორც ირკვევა, პრობლემა მედიკამენტები და საჭირო სამედიცინო აღჭურვილობაცაა. უამრავ ჯარისკაცს გრიპი, ხოლო შემდეგ პნევმონია უვითარდება, რადგან ნაწილებში სახვევების და ბამბის გარდა, სხვა არაფერია. 0