12:32:07     04-06-2015
პრემიერის წკიპურტი ინფრასტრუქტურის მინისტრს

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა, პრემიერის კრიტიკა დაიმსახურა.
მას შემდეგ, რაც ფინანსთა მინიტრმა, ნოდარ ხადურმა პრემიერს მოახსენა რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს დასახარჯი თანხის მხოლოდ 70 პროცენტი აქვს ათვისებული, ღარიბაშვილმა ჯავახიშვილს გამოსავლის სასწრაფოდ მონახვა მოსთხოვა.
„სასწრაფოდ გამონახე გამოსავალი“, - ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა ნოდარ ჯავახიშვილს, რომელმაც იმის გამო რომ დაგეგმილი სამუშაოების მხოლოდ 70 პროცენტი შეასრულა, მთავრობის სხდომაზე იწუწუნა...
„ბატონო პრემიერო, პრობლემები გვაქვს....“, - სცადა თავის მართლება ჯავახიშვილმა, თუმცა, მას სიტყვა ღარიბაშვილმა შეაწყვეტინა და შეახსენა რომ გამოსავალი უნდა მოძებნოს.
"ბატონო?", - იკითხა პრემიერის რეპლიკით შეცბუნებულმა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, თუმცა, მან ისევ მკვეთრი პასუხი მიიღო ღარიბაშვილისგან. "უნდა მოძებნო გამოსავალი".
ცხადია, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართლაც აქვს პრობლემები. მაგალითად, ბატონი ჯავახიშვილი წყლის პრობლემების გადაწყვეტას ვერ ახერხებს.
მიუხედავად იმისა რომ ის გამინისტრებამდე, თანამშრომლებთან გვარიანად ბაქი-ბუქობდა, მე რომ მინისტრი ვიყო.... ახლა ჯავახიშვილი მინისტრია, მაგრამ დაგეგმილიდან 70 პროცენტის შესრულება ძლივს შეძლო. როგორც ჩანს, მას წინ, კიდევ დიდი გამოცდა ელის.
0