15:41:01     03-06-2015
თემქაზე, ხანში შესული ქალი, ბინაში გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში, თემქაზე, ქალბატონი მეზობლებმა საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
ფატქზე გამოძიება შს სამინისტრომ უკვე დაიწყო. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მეზობლები ამბობენ, რომ ქალბატონი მარტო ცხოვრობდა და ჰყავდა ერთი შვილი, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, თავად გარდაცვლილიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საქართველოში. წლების განმავლობაში ის საბერძნეთში, სამუშაოდ იმყოფებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, ქალბატონი ყაჩაღობის მიზნით მოკლეს. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.