ბატი მაკარონით ბატი მაკარონით />


  10:38:22     17-03-2011

ბატი მაკარონით

a4207.jpg

მასალა: ბატი – 1 ცალი, მაკარონი – 200 გრამი, ღორის ხორცი – 500 გრამი, ხახვი – 2 თავი, კომბოსტო – 1 თავი, პომიდორი – 2 ცალი, მაიონეზი – 2 ჭიქა, ნიორი – 2 კბილი, გახეხილი პარმეზანი – 100 გრამი, დაჭრილი ოხრახუში – 3 სუფრის კოვზი, პილპილი, მარილი, მწვანილი – გემოვნებით.

 

ნიორი დავნაყოთ და ავურიოთ მაიონეზთან. დავჭრათ პომიდორი. ბატს წავუსვათ მარილი, შიგნიდან და გარედან და შემდეგ ნივრიანი მაიონეზი. ღორის ხორცი ხახვთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპში, მოვაყაროთ მარილი, პილპილი. ფარში შევწვათ დაჭრილ პომიდორთან ერთად. მაკარონი მოვხარშოთ და შემდეგ ავურიოთ ფარშს, დავამატოთ დაჭრილი ოხრახუში. ბატი გამოვტენოთ ამ ნარევით, ამოვკეროთ და მოვათავსოთ ტაფაზე. კომბოსტო დავჭრათ გრძელ და მსხვილ ნაჭრებად და ბატს ტაფაზე გარშემო შემოვუწყოთ. მოვაყაროთ მარილი. ბატი და კომბოსტო შევწვათ ქურაში, მზადყოფნამდე. მომზადებულ ბატს მოვაშოროთ ძაფები, დავჭრათ ნაჭრებად და მოვათავსოთ თეფშზე. გარნირად შემოვუწყოთ კომბოსტო და მაკარონი. მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი და გავაფორმოთ მწვანილით.

0

ავტორი: