10:37:17     17-03-2011
მარწყვის შერბეთი
მასალა: მარწყვი – 600 გრამი, ლაიმა – 3 ცალი, შაქარი – 1 ჭიქა.
შაქარს დავასხათ 1 ჭიქა წყალი, მოვხარშოთ სიროფი და გავაციოთ. ლაიმას მოვაშოროთ კანი, რბილობი კი დავამატოთ მარწყვს და დავაბლენდეროთ. ხილის ნარევს დავამატოთ სიროფი, მოვათავსოთ ფორმაში და 4 საათით მაცივარში გავყინოთ. პერიოდულად ვურიოთ. შემდეგ კიდევ ავფთქვიფოთ მიქსერით. შერბეთი მზადაა.
0