09:24:15     02-06-2015
"ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა"
"ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა. ამის შესახებ გადაცემა", - განაცხადა "2030" ის წამყვანმა გამოშვების დაწყების წინ და დასძინა: "გადაწყვეტილება – ტილო გადაეცეს ხელოვნების მუზეუმს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის".
შეგახსენებთ რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" მილიონნახევარ დოლარად "კრისტის" აუქციონზე გუშინ შეიძინა.
ტილო ნიკო ფიროსმანმა 1907-1908 წელს შექმნა და ის ამ დრომდე კერძო კოლექციონერის საკუთრება იყო.
ცნობილია რომ ტილო ბოლოს ლონდონის აუქციონზე 2010 წელს გაიყიდა. მანამდე ის 2007 წელს ნიუ-იორკის "სოტბის" აუქციონზე გაყიდეს. 1957 წელს ფიროსმანის ნახატი ფრანგ პოეტს, ლუი არაგონს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქეს.
ამ ნახატის ირგვლივ სკანდალი მაშინ აგორდა, როცა ცნობილი გახდა რომ ტილო აუქციონზე რუსული სექციიდან გავიდა. ის ინკოგნიტომ გაიტანა გასაყიდად.
რაც შეეხება ივანიშვილს, მას რამდენიმე ძვირადღირებული ტილო აქვს ნაყიდი. მათ შორის პიკასოს ცნობილი ნახატი "დონა მაარი კატით", რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, მან 95 მილიონად შეიძინა.
0