10:15:07     01-06-2015
მოკლეს თუ თავი მოიკლა - ციხის საპირფარეშოში გარდაცვლილი პატიმარი იპოვეს
ქუთაისის ციხის საპირფარეშოში 36 წლის პატიმარი, ირაკლი სურმანიძე გარდაცვლილი იპოვეს. სასჯელაღსრულების სამინისტრო ამტკიცებს რომ პატიმარმა თავი მოიკლა, თუმცა, ოჯახს სუიციდის ვერსიის არ სჯერა.
„ის იყო ახალი დაკავებული. 14 მაისს დააკავეს. ამბობდა, ბოლომდე ვიბრძოლებ და ჩემ უდანაშაულობას დავამტკიცებო. ამიტომ, თავს არ მოიკლავდა“, - აცხადებენ გარდაცვლილის ახლობლები.
გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება.
0