20:59:26     31-05-2015
თავდაცვის მინისტრმა, პოლიციელებს, პროფესიული დღე მიულოცა
დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პოლიციელის დღე, ქუთაისში, საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე, ქუთაისში იმყოფებოდნენ.
მათ, სამართალდამცველებს, პროფესიული დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, დაღუპული პოლიციელების ხსოვნას, პატივი მიაგეს.
ღონისძიებას, ესწრებოდნენ, საქართველოს პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ოფიციალური დელეგაციების წევრები, პარტნიორი ქვეყნებიდან.
0