16:24:40     29-05-2015
"ოქრიკას" სკანდალური განცხადება : "ჭიკაიძე მთხოვდა ჩემი პირადი ზონდერი იყავიო"
ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ოქროპირიძემ იგივე „ოქრიკამ“ საქალაქო სასამართლოში სკანდალური განცხადება გააკეთა.
მკვლელობაში ბრალდებული ამბობს, რომ შს მაშინდელმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ შესთავაზა, მისი პირადი ზონდერი ყოფილიყო.
როგორც ადვოკარტი დავით მოდებაძე აცხადებს დაკითხვისას ოქროპირიძემ თქვა, რომ ალექსანდრე ჭიკაიძე მას მანქანაში შეხვდა და შთვაზებაც მაშინ გაუკეთა.
„ოქრიკა“- ს თქმით, მახარაძე მას არ მოუკლავს. დავით მოდებაძემ ჟუნრალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გიორგი ოქროპირიძის თქმით, ის მახარაძის მკვლელობის დღეს აბაშიძის ქუჩაზე არ ყოფილა და მახარაძე ვლადიმერ ბერძენიშვილმა მოკლა.
"გიორგი ოქროპირიძე იყო სხვა ადგილას. გიორგი ოქროპირიძესთან ლადო ბერძენიშვილი მივიდა და სთხოვა მას, რომ მისი იარაღი შეენახა და მანქანაზე ნომრების გამოცვლაში დახმარება სთხოვა. ოქროპირიძე არის უდანაშაულო. მახარაძეს ესროლა ლადო ბერძენიშვილმა და მასთან ერთად მყოფმა პირმა და ოქროპირიძეს დახმარების თხოვნით მიმართა," - აცხადებს გიორგი ოქროპირიძის ადვოკატი.
ცნობისთვის, ვლადიმერ ბერძენიშვილი ოქრიკას დაკავებამდე აიყვანეს, მას მომხდარის არშეტყობინებას ედავებოდნენ, მოგვიანებით ოქრიპირიძის მეგობარი სასამართლო დარბაზიდან გირაოს, 15 000 ლარის სანაცვლოდ გაანთავისუფლეს.
ბერძენიშვილი სამართადამცველებმა 4 სექტემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, გიორგი ოქროპირიძე შემთხვევის ადგილზე "მერსედესის" მარკის ავტომობილით სწორედ ბერძენიშვილმა მიიყვანა. ბერძენიშვილი ერთადერთი მოწმეა, რომელიც ამბობს, რომ მახარაძეს სწორედ ოქროპირიძემ ესროლა.
ლაშა მახარაძის სასამართლო სხდომა მედიისთვის დახურულია.
შეგახსენებთ, 2 სექტემბერს, აბაშიძის ქუჩაზე 27 წლის ლაშა მახარაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. დამნაშავე "მერსედესის" მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა და იგი მძღოლთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ „ოქრიკა“ ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე აფარებდა თავს. ცხინვალელი ძალოვანები მას საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ. ამ დრომდე უცნობია ოფიციალური ვერსია, კონკრეტულად რა გახდა ლაშას მკვლელობის მოტივი.
როგორც ვაკეში ამბობენ, მკვლელობა ძველ წყენას უკავშირდებოდა.
ოქროპირიძეს ციხეში ყოფნისას მოუხდა კონფლიქტი ლაშა მახარაძის აწ გარდაცვლილ ძმასთან, რომელიც მაშინ მარიხუანის მოხმარებისთვის იხდიდა სასჯელს. ამ ვერსიის თანახმად, თურმე ოქროპირიძე ციხეში ე. წ. მაყურებლის სტატუსის მოპოვებას ცდილობდა და ამის გამო ხშირად ჰქონდა კონფლიქტი პატიმრებთან.
ამბობენ, ლაშას ძმამ მაშინ "ოქრიკას" სცემა და სწორედ ძველი წყენა გახდა მკვლელობის მიზეზიო.
არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, ოქროპირიძემ მახარაძე შემთხვევით შენიშნა ქუჩაში რაღაც მიაძახა და ამის მერე ტყვიები დაახალაო.
შეგახსენებთ იმასაც, რომ გიორგი ოქრიპირიძე მეგობრის, 19 წლის წყალბურთელის ლევან თალაკვაძის განზრახ მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, თუმცა "ოქრიკას" პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სასჯელი გაუნახევრა, რის შემდეგაც მსჯავრდებულს "უდო" შეეხო და გათავისუფლდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი, 27 წლის მახარაძე მოკლა.
0