22:35:38     27-05-2015
თავდაცვის მინისტრის შეხვედრები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა.
ვიზიტის ფარგლებში, თინათინ ხიდაშელმა, ავღანელ კოლეგასთან - მოჰამად მასუმ სტანეკზაისთან, შეხვედრა გამართა. ორი ქვეყნის, თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა, საქართველოსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას შორის არსებულ, ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. მხარეები, სამოქალაქო სექტორში, ურთიერთობების გაღრმავების საკითხსაც შეეხნენ.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, კოალიციური სარდლობის მეთაურმა, არმიის გენერალმა, ჯონ კემპბელმა უმასპინძლა. შეხვედრაზე, განსაკუთრებით აღინიშნა,„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში, ქართველი სამხედროების წვლილი.
გენერალმა, კემპბელმა, ქართველი ჯარისკაცების, მაღალ პროფესიონალიზმს, საბრძოლო სულისკვეთებას გაუსვა ხაზი და თინათინ ხიდაშელს, საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში, ქართული კონტინგენტის მონაწილეობისათვის, პირადად გადაუხადა მადლობა.
„მტიცე მხარდაჭერის“ მისიის, შტაბ-ბინაში სტუმრობისას, თავდაცვის მინისტრმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების, III ქვეითი ბრიგადის, 31-ე ბატალიონის ასეულიც მოინახულა. თინათინ ხიდაშელმა, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისგან, მადლობა გადასცა. მოგვიანებით, მინისტრი, ქართული ქვედანაყოფის, საცხოვრებელ და სამუშაო პირობებსაც გაეცნო.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, ქაბულის სამხედრო აეროპორტის, „HKAIA“ ბაზის, თურქ მეთაურს, გენერალ-მაიორ მეჰმედ ბაქირსაც შეხვდა და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში, თურქულ მხარესთან, მომავალი თანამშრომლობის შესახებ გაამახვილა ყურადღება.
0