10:06:17     26-05-2015
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები თბილისში ვარდებისა და თავისუფლების მოედნებზე გაიმართება. გამოიფინება სამხედრო ტექნიკა, რომელსაც 11 საათზე გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაათვალიერებს.
სამხედრო-საზეიმო ღონისძიებას თავისუფლების მოედანზე საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი გახსნის. საქართველოს პრეზიდენტს პატაკს ვახტანგ კაპანაძე ჩააბარებს. ღონისძიება სამხედრო ფიცის დადების ცერემონიით გაგრძელდება. საზეიმო ღონისძიებაში ქართული ავიაციაც ჩაერთვება.
ღონისძიების დასასრულს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო კონცერტს გამართავს.
გიორგი
მარგველაშვილი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის
უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ
ქუთაისში, III ქვეით ბრიგადას ესტუმრებიან და დამოუკიდებლობის დღეს
სამხედრო ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას მიულოცავენ.
0