18:57:26     25-05-2015
მკვლელობა თბილისში - მოკლულია 19 წლის ბიჭი
მკვლელობა თბილისში. მოკლულია 19 წლის ახალგაზრდა.
დანაშაული ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, მე-10 კორპუსის სიახლოვეს მოხდა.
ურთიერთშელაპარაკებისას დანით დაჭრილი 19 წლის ბიჭი, მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე უცნობია, არიან თუ არა, დაკავებულები მკვლელობაში ეჭვმიტანილები.
პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო 108 მუხლით. დამატებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ასეთი მძიმე დანაშაულის შემთხვევებში, განსაკუთრებით ცინიკურად გამოიყურება შს სამინისტროს განცხადებები კრიმინალის შემცირების შესახებ.
0