სასტიკი მკვლელობა ჩხოროწყუში: 36 წლის მამაკაცმა ცოლს ყელი გამოჭრა სასტიკი მკვლელობა ჩხოროწყუში: 36 წლის მამაკაცმა ცოლს ყელი გამოჭრა />


  12:22:23     25-05-2015

სასტიკი მკვლელობა ჩხოროწყუში: 36 წლის მამაკაცმა ცოლს ყელი გამოჭრა

a37267.jpg

სასტიკი მკვლელობა მოხდა ჩხოროწყუს რაიონ სოფელ კირცხში. 36 წლის გია ს-მ ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლს ყელი გამოჭრა. ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.

იხ. შს სამინისტროს განცხადება:

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული გია ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - 1981 წელს დაბადებულ ირა ფ-ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით). 0

ავტორი: