ხობში მამაკაცი დაჭრეს, რომელმაც, სავარაუდოდ, საქონლის ქურდებს ფაქტზე მიუსწრო ხობში მამაკაცი დაჭრეს, რომელმაც, სავარაუდოდ, საქონლის ქურდებს ფაქტზე მიუსწრო />


  12:04:09     25-05-2015

ხობში მამაკაცი დაჭრეს, რომელმაც, სავარაუდოდ, საქონლის ქურდებს ფაქტზე მიუსწრო

a37266.jpg

ხობის მუნიციპალიტეტში შუახნის მამაკაცი რევაზ ლოგია  ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

როგორც "პრესა.ჯი"-ს სამეგრელოდან აცნობეს, მამაკაცმა საძოვარზე საქონლის ქურდებს ფაქტზე მიუსწრო და  მას სწორედ ამ დროს ესროლეს.

"შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა, საძოვარზე დაჭრეს, უცნობია ვინ დაჭრა, ადგილზე პოლიცია მუშაობდა დაჭრილი კი ზუგდიდის კლინიკაში გადმოვიყვანეთ. არსებონბს ეჭვი, რომ რევაზი  ძროზების ქურდობის ფაქტს შეესწო და ამიტომ დაჭრეს",- აცხადებს დაწრილის ახლობელი.

რევაზ ლოგუას ზედა კიდურის არეში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. მას ზუგდიდის რეფერალურ  საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დაჭრის ფაქტს ადასტურებენ შს სამინისტროშიც.  უწყებაში მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ემუხლითაა აღძრული, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. 0

ავტორი: