10:44:08     25-05-2015
სამეგრელოში, ავარიის შედეგად, დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა
რამდენიმე წუთის წინ, სენაკი-ფოთის ცენტრალურ მაგისტრალზე, ჭალადიდის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ავტომობილი ქვეითად მოსიარულე დედას და მის ორ მცირეწლოვან შვილს დაეჯახა. სამივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
ტრაგიკული შემხვევის წინ, დედას ბავშვი ბაღში მიჰყავდა. გარდაცვლილები პროზექტურაში გადაასვენეს. მძღოლი დაკავებულია.
0