20:18:05     23-05-2015
კარტოფილის სასარგებლო თვისებები
კარტოფილის ცილები, პრაქტიკულად, ყველა ამინომჟავას შეიცავენ, რომელიც მცენარეებში გვხვდება, მათ შორის, შეუცვლელებს. დღე-ღამის ნორმა – 300 გრ. კარტოფილი, ორგანიზმს, ნახშირწყლებით, კალიუმითა და ფოსფორით უზრუნველყოფს. 100 გრ. კარტოფილი 20 მგ. ვიტამინ C-ს შეიცავს. კარტოფილის შენახვის პერიოდში, მასში C ვიტამინის რაოდენობა, მცირდება. მისი უჯრედისი, არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსს, მოხარშული კარტოფილის ჭამა, გასტრიტისა და წყლულის გამწვავების პერიოდშიც კი შეიძლება.
კარტოფილი, ძირითადად, ისეთი მარილების წყაროა, როგორიცაა - კალიუმი და ფოსფორი, ასევე: ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, გოგირდი და ქლორი. იგი, ისეთ მიკროელემენტებს შეიცავს, როგორიცაა: თუთია, ბრომი, სილიციუმი, ბორი, მარგანეცი, იოდი, კობალტი და ა.შ. მინერალური ნივთიერებები, კარტოფილში, არათანაბრადაა განაწილებული - მისი უმეტესობა ქერქშია, უფრო ნაკლები შუაგულში, გარე ნაწილში უფრო მეტი, ვიდრე ცენტრში.
კარტოფილის სახამებელი, ამცირებს, ქოლესტერინის დონეს ღვიძლში და სისხლის შრატში, ანუ ანტიათეროსკლეროზული მოქმედება გააჩნია და შეიცავს ბევრ კალიუმს, რომელიც ხელს უწყობს, ორგანზმიდან, ზედმეტი წყლის გამოდევნას (რაც მნიშვნელოვანია თირკმელების დაავადების დროს და სმის მოყვარულთათვის).
კარტოფილის ყიდვისას, ყურადღება, უნდა მიაქციოთ, მის სიმაგრეს, ერთგვაროვნებას, ერთფრად შეფერილობას. მწვანე ნაწილი, ნიშნავს, რომ პროდუქტი, შუქზე ინახებოდა და შხამიან ნივთიერებას – სოლანინს შეიცავს, ამიტომ, ის, აუცილებლად უნდა მოიჭრას. იგივე მიზეზით, უნდა მოსცილდეს, ყველა დაჭიანებული ხვრელები. კარტოფილი, სასარგებლო ნივთიერებებს, კანთან ახლოს შეიცავს, შესაბამისად, საჭიროა, რომ ის, ან ძალიან თხლად გაიფცქვნას, ან გაფცქვნის ნაცვლად, გაიხეხოს, უხეში ჯაგრისით.
როგორ მოვამზადოთ კარტოფილი, ისე, რომ შევინარჩუნოთ ვიტამინები?
კარტოფილის მომზადების, ყველაზე მავნე ხერხად, მისი შეწვა ითვლება, რადგან ამ დროს, ნადგურდება, ყველა სასარგებლო ნივთიერება, რაც მასშია. თუმცა, აღმოჩნდა, რომ არანაკლებად ცუდი შედეგი აქვს, კარტოფილის, პატარა ნაჭრებად დაჭრას.
ამერიკელი გენეტიკოსების მიერ, გამოკვლეული იქნა, კარტოფილის თვისებები და რა გავლენას ახდენდა, მასზე, მომზადების სხვადასხვა ხერხი. ისინი, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველაზე ცუდი შედეგი, ვიტამინების დაკარგვის მხრივ, მისი დაჭრა იწვევდა. აღმოჩნდა, რომ დაჭრილი კარტოფილის მოხარშვისას ან შეწვისას, კარტოფილის პატარა ნაჭრები, მთელ თავის სასარგებლო თვისებებს, უფრო მეტად კარგავდნენ, ვიდრე, მთლიანი კარტოფილი, რადგან პატარა ნაჭრებზე, მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებისას, ზედაპირი, ათჯერ უფრო იზრდებოდა.
ასეთი მომზადების ხერხის გამო, ყველაზე მეტად, კალციუმის მარაგები ზარალდება. მისი რაოდენობა, ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილის, თერმული დამუშვების შემდეგ, თითქმის, ნოლამდე დადის.
დიეტოლოგების აზრით, ყველაზე სასარგებლოა, კარტოფილის "მუნდირში" (ანუ კანით) მოხარშვა. ამისათვის, კარტოფილი, კარგად უნდა გაირეცხოს და შემდეგ ტაფაზე მოთავსდეს (ყოველგვარი ცხიმის ან სხვა რამის დამატების გარეშე). ტაფაზე მოთავსებული კარტოფილი, დაბალ ცეცხლზე უნდა იხარშოს, თავისივე ორთქლში. ასეთი სახით, იგი, ყველაზე მეტად ინარჩუნებს, თავის სასარგებლო თვისებებს.100 გრ. კარტოფილის საკვები ღირებულება – 77 კკალ
კარტოფილის გლიკემური ინდექსი:
შემწვარი – 80; მოხარშული – 70; მუნდირში მოხარშული – 65.
ცილები – 2 გრცხიმები – 0,4 გრნახშირწყლები – 16,3 გრსაკვები ღირებულება – 1,4 გრორგანული მჟავები – 0,2 გრწყალი – 78,6 გრარანაჯერი ცხიმმჟავები – 0,1 გრმონო და დისაქარიდები – 1,3 გრსახამებელი – 15 გრნაჯერი ცხიმმჟავები – 0,1 გრ
ვიტამინები:
ვიტამინი PP – 1,3 მგრბეტა-კაროტინი – 0,02 მგრვიტამინი A – 3 მკგრვიტამინი B1 (ტიამინი) – 0,12 მგრვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0,07 მგრვიტამინი B5 (პანტოტენი) – 0,3 მგრვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 0,3 მგრვიტამინი B9 (ფოლიუმი) – 8 მკგრვიტამინი C – 20 მგრვიტამინი E – 0,1 მგრვიტამინი H (ბიოტინი) – 0,1 მკგრვიტამინი PP (ნიაცინის ექვივალენტი) – 1,8 მგრ
მაკროელემენტები:
კალციუმი – 10 მგრმაგნიუმი – 23 მგრნატრიუმი – 5 მგრკალიუმი – 568 მგრ
0