“მაშინა ვრემენი” იაპონელების მხარდასაჭერად “მაშინა ვრემენი” იაპონელების მხარდასაჭერად />


  11:37:39     16-03-2011

“მაშინა ვრემენი” იაპონელების მხარდასაჭერად

a4192.jpg

ცნობილი როკ-ჯგუფის “მაშინა ვრემენის” მუსიკოსები მორიგ კონცერტს იაპონიაში მიწისძვრით დაზარალებულებს მიუძღვნიან. კონცერტი 18 მარტს, ერთერთ მოსკოვურ კლუბში შედგება. ამის შესახებ მედიას კოლექტივის პრეს-მდივანმა აცნობა.

 

“მაშინა ვრემენი” საკუთარი სამშობლოს დედაქალაქში ძალიან იშვიათად გამოდის. ეს წელს, მოსკოვში, ამ ჯგუფის პირველი კონცერტი იქნება.

 

პრეს-მდივნის თქმით, მთელი შემოსავალი სტიქიური უბედურებით დაზარალებულების ფონდში გადაირიცხება. კონცერტზე ჯგუფის ძველი ჰიტები აჟღერდება.

 

ინფორმაციამ მელომანებსა და ჯგუფის თაყვანისმცემლებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. როგორც ვარაუდობენ, ღონისძიებას მსმენელთა სოლიდური რაოდენობა დაესწრება. 
0

ავტორი: