რეჟისურიდან ფერწერამდე რეჟისურიდან ფერწერამდე />


  11:34:46     16-03-2011

რეჟისურიდან ფერწერამდე

a4191.jpg

“ოუშენის 11 მეგობრის” ავტორი, “ოსკარის” და “ოქროს პალმის რტოს” მფლობელი, რეჟისორი სტივენ სოდერბერგი კინოდან ფერწერაში წასვლას გეგმავს. ამის შესახებ “ბიბისი” იუწყება.

 

მიუხედავად ამისა, სოდერბერგი მაყურებელს ჰპირდება, რომ ორ, უკვე დაწყებულ პროექტს აუცილებლად დაასრულებს. ერთი, სრულმეტრაჟიანი, 60-იანი წლების სერიალის “The Man from UNCLE” – ის რიმეიქია, ხოლო მეორე, ბიოგრაფიული კინოსურათი პიანისტ ლიბერაჩზე. პირველი ფილმი, სადაც ჯორჯ კლუნი მონაწილეობს, 2012 წელს დასრულდება, მეორის პრემიერა კი 2013-ში იგეგმება.

 

სტივენ სოდერბერგი თავის დროზე, “ოქროს პალმის რტოს” ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი გახდა. მან ეს ჯილდო, სულ რაღაც რვა დღეში დაწერილი ფილმის  “Sex, Lies, and Videotape” – ისთვის მიიღო. მაშინ რეჟისორი მხოლოდ 26 წლის იყო.

 

“მაშინ ხელოვნება ჩემთვის მხოლოდ პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობა იყო” – გამოტყდა რეჟისორი. სოდერბერგი კარიერას 2013 წელს, 50 წლის ასაკში დაასრულებს. 
0

ავტორი: