16:05:23     20-05-2015
ქობულეთში ქმარმა ცოლს თავში ცული ჩაარტყა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში ქმარმა ცოლს თავში ცული ჩაარტყა. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, დაშავებულის მეუღლე კი დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს .
0