11:29:15     16-03-2011
ირანი საუდის არაბეთის არმიას აკრიტიკებს
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საუდის არაბეთის ელჩი ახსნა-განმარტებისათვის მას შემდეგ დაიბარა, რაც დაახლოებით ათასამდე საუდის არაბეთელი სამხედრო ბაჰრეინის ტერიტორიაზე წესრიგის დასამყარებლად შეიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო “ისნა” ავრცელებს.
ბაჰრეინში უწესრიგობის აღსაკვეთად, საუდის არაბეთელი ჯარისკაცები, სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს მისიის ფარგლებში შევიდნენ. როგორც ცნობილია, თებერვალში ბაჰრეინში შიიტური ოპოზიციის მრავალათასიანი საპროტესტო მოძრაობა დაიწყო.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ისლამური რესპუბლიკის სპარესეთის ყურის და ახლო აღმოსავლეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმაც უმაყოფილება გამოთქვა საუდის არაბეთის არმიის მოქმედებების გამო. ირანელი ჩინოვნიკების განცხადებით, სამხედროთა ქმედება შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ინტერვენცია რაც ქვეყნის ისედაც მძიმე ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს.
ამ განცხადებებს საუდის არაბეთმა ანალოგიურადვე უპასუხა და ირანიდან საკუთარი ელჩი, საერთოდაც გამოიწვია, რითაც პროტესტი გამოხატა მისი ჯარის მიმართ ასეთი დამოკიდებულებისადმი.
0