17:06:20     19-05-2015
"წიგნის კითხვის დრო, ყველგან და ყოველთვისაა" - 21 წლის ბიჭის, საოცარი პროექტი
დღეს, ადამიანები, ძველებურად, მხოლოდ წიგნს არ კითხულობენ და უპირატესობას, თანამედროვე ტექნოლოგიებს ანიჭებენ. თუმცა, არსებობს, განსხვავებული პიროვნულობა და დამოკიდებულება, ამა თუ იმ საკითხის მიმართ, რაც ხშირად, ძალზედ მშვენიერია.
სწორედ ასეთმა, განსხვავებულმა, კითხვის მოყვარულმა პიროვნებამ - იაკუბ პავლოვსკიმ, რომელიც ამ საკითმა შეაწუხა, შექმნა პროექტი - "წიგნის გამოძახილი" და გაავრცელა სოციალურ ქსელებში.
"რამდენიმე თვის წინ, მივხვდი, რომ ადამიანები, არ კითხულობენ წიგნს, ისეთი სიხშირით, როგორც ადრე. მე, მინდა, რომ ტრადიციული, საკითხავი მასალა, თანამედროვე სისტემის მეშვეობით გავავრცელო. ჩემი პროექტის დევიზია - წიგნის კითხვის დრო, ყველგან და ნებისმიერ დროსაა" - ამბობს იაკუბ პავლოვსკი.
ის, ყველა ფოტოზე, ერთიდაიგივე პოზაში ზის და კითხულობს, თითქოს სამყარო, მის გარშემო ტრიალებს.
"ვიმედოვნებ, რომ ამ პროექტის მეშვეობით, ადამიანთა უმეტესობას,სტიმული გაუჩნდება, დაუბრუდნენ, ძველი და სიკეთით აღსავსე წიგნების კითხვას. თუ თქვენ, არ გიყვართ კითხვა, ე.ი ვერ იპოვეთ საჭირო წიგნი. " - განაცხადა, პროექტის ავტორმა.
0