11:25:15     16-03-2011
ნეაპოლური პიცა
მასალა: 250 გრამი ფქვილი, 20 გრამი საფუარი, 1 ჭიქა რძე, 2 კვერცხი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, 2 სუფრის კოვზი ზეთი. შიგთავსისთვის: 300 გრამი პომიდორი, 400 გრამი მსხვილ ნაჭრებად დაჭრილი ლორი, შვეიცარიული ყველის 4 მოზრდილი ნაჭერი, 300 გრამი შამპინიონი, 3 ცალი მწვანე, ტკბილი წიწაკა, 1 კბილი ნიორი, 1 ჭიქა თეთრი ღვინო, 1 სუფრის კოვზი ზეთი, მარილი – გემოვნებით.
ზემოთ მითითებული ინგრედიენტებით მოვზილოთ საფუარიანი ცომი, გავაჩეროთ ცოტა ხანი, შემდეგ 1 სმ სისქის ფენა მოვათავსოთ ცხიმწასმულ ტაფაზე. დაჭრილ სოკოს დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი ზეთი, ნიორი, ღვინო და ვხარშოთ 15 წუთი. ცომს გადავუსვათ ცხიმი და ზედ მოვათავსოთ დაჭრილი პომიდორი, ლორის ნაჭრები, სოკო და ყველი. ქურაში ვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში. მომზადებულ პიცას ზემოდან დაჭრილი წიწაკა მოვაყაროთ. 0