10:18:16     19-05-2015
თბილისში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, დიღმის მასივში 40 წლამდე მამაკაცი გიორგი სულაძე კისრის არეში ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა დიღმის მასივში მდებარე ერთ-ერთ სკვერში მოხდა. დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ადგილობრივთა განცხადებით, მათ სკვერიდან ხმაური შემოესმათ, რის შედეგად უკვე შეიტყვეს, რომ მამაკაცი სისხლისგან იცლებოდა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, თბილისის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
რაც შეეხება ეჭვმიტანილს, მის შესახებ შს სამინისტროს ამ დრომდე არ გაუკეთებია კომენტარი. შესაბამისად, უცნობია ვინ დაჭრა სულაძე. ადგილობრივების თქმით, სამართალდამცველებმა ოთხი პირი საპატრულო პოლიციის მანქანით განყოფილებაში გადაიყვანეს. სისხლის სამართლის საქმე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით აღიძრა.
0