სოკო არაჟანში სოკო არაჟანში />


  11:24:39     16-03-2011

სოკო არაჟანში

a4185.jpg

მასალა: ახალი, თეთრი სოკო – 400 გრამი, კარაქი – 50 გრამი, პური – 4 ნაჭერი, თეთრი, მშრალი ღვინო – 30 გრამი, არაჟანი – 200 გრამი, ყველი – 60 გრამი, წითელი, დაფქული წიწაკა, შავი პილპილი, მარილი, მწვანილი – გემოვნებით.

 

სოკო წვრილად დავჭრათ და შევწვათ კარაქში, 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავასხათ ღვინო და ვადუღოთ ძლიერ ცეცხლზე, 2 წუთი. მოვუკლოთ ცეცხლს, დავამატოთ არაჟანი და გახეხილი ყველი, ავურიოთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ვადუღოთ არაჟნის გასქელებამდე. გახუხულ პურზე მოვათავსოთ სოკო და ცოტა კარაქი. გავაფორმოთ მწვანილით.

0

ავტორი: