ხმაურიანი სასამართლო კორტების საქმეზე (ვიდეო) ხმაურიანი სასამართლო კორტების საქმეზე (ვიდეო) />


  14:03:31     18-05-2015

ხმაურიანი სასამართლო კორტების საქმეზე (ვიდეო)

a36964.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. პირველი შელაპარაკება ბრალდებულებისა და ვაზაგაშვილის ახლობლებს შორის მოხდა. იური ვაზაგაშვილის დამ მანანა ვაზაგაშვილმა ბრალდებულები მკვლელებად მოიხსენია, რასაც დაკავებულების ოჯახის წევრების რეაქცია მოჰყვა.

მეორე დაპირისპირება ბუტა რობაქის მამასა და საქმეზე დაკავებულ, თბილისის სპეცრაზმის ყოფილ უფროს კახა ნაკანს შორის მოხდა. რობაქიძემ კახა ნაკანზე ფიზიკური დაპირისპირება სცადა, თუმაც მისი სასამართლო დარბაზიდან გაყვანა მანდატურის სამსახურმა შესძლო. ხმაურისა და გინების შემდეგ ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდებულების მხარდამჭერებს მოსამართლემ დარბაზი დაატოვებინა.

გიორგი ცააძის და ირაკლი ფირცხალავას სიტყვით გამოსვლას , დარბაზში ტაში მოჰყვა, რის შემდეგაც დარბაზში მსხდომები სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს, მათ ვაზაგაშვილების ახლობლების მიმართ შეძახილებით დატოვეს დარბაზი.

ირაკლი ფირცხალავამ სიტყვით გამოსვლისას მედიას მიმართა, საქმის ირგვლივ არსებული გარემოებებით დაინტერესდნენ. როგორც ფირცხალავა: ვაპირებდი ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თამვმჯდომარისთვისმიმემართა, თუმცა გამახსენდა, რომ ბესელია ქურდების ადვოკატია და ხელფასს ობშიაკიდან იღებს, ვაპირებდი მიმემართა პრეზიდენტისთვის, თუმცა საქმე პოლიტიკურია და პრეზიდენტი ასეთ საკითხებში ვერ ჩაერევა, ვაპირებდი მიმემართა არასამთავრობოებისთვის, მაგრამ გადავიფიქრე რადგან სუს-ი გაუათმაგებდა მოსასმენ აპარატურას ოფისებსა და სახლებში მივმართე სახალხო დამცველს, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. ვის მივმართო, შოთაძეს თუ გაურკვეველი მენტალიტეტის მქონე იუსტიციის მინისტრს, რომელიც პიკანტურ ფოტოებს აქვეყნებს ქურდებთან. ამიტომ მივმართავ ჟურნალისტებს. დაინტერესდნენ, რატომ გამოიყო სპეცრაზმელების საქმე ცალკე, ერთი და იგივე მტკიცებულებებია ორივე საქმეზე. შეიძლება იქით საქმეზე დასაშვებად სცნონ მტკიცებულებები და აქეთ არა? ან იქით გაამართლონ ბრალდებულები და აქეთ არა? ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატები დანაშაულებრივ ქმედებაში შევიდნენ და პროკურატურას შანტაჟით და მოსყიდვით მიუყვანეს მოწმეები".

კახა ნაკანის თქმით კი, ბავშვმაც კი იცის, რომ მათი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. "საწყენია, რომ ასე იქცევა სახელმწიფო. ბიუსტებს უდგამს კრიმინალებს იუსტიციის სამინისტროს წინ. საწყენია, სად მიდის ქვეყანა, რომლის გულისთვისაც ვიომე",- განაცხადა ნაკანმა.

კიდევ ერთი ბრალდებულის, გიორგი ცააძის განცხადებით კი მას სამი მოწმე ადებს ხელს, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ ადგილზე. "ჩართეთ ფირი! სპეცოპერაცია თავიდან ბოლომდეა გადაღებული. ამბობენ, რომ საკონტროლო გასროლა განვახორციელე, მაგრამ ტყვია არ მისვრია. დამაწყდა ნერვები. ცააძე ვარ, ვინმე ღობეგლეჯიაშვილი კი არა. სამი მოწმე გვადებს ხელს მე და თაბაგარს, რომელიც საერთოდ არ იყო იმ ადგილას. ფირზე ჩანს ყველაფერი, რომელიც საქმეში დევს", - განაცხადა გიორგი ცააძემ დღეს ცნობილი გახდა, რომ კორტების საქმეზე დაკავებული 11 პირის საქმე გაიყო. დაკავებულების: ფირცხალავას, ნაკანის, ბეროძის, ცააძის და კვინიკაძის საქმე ერთად განიხილება, დანარჩენი 6 სპეცრაზმელის კი - ცალკე. 0

ავტორი: