10:10:05     18-05-2015
დაჭრა ქუთაისში
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე ორმა ახალგაზრდამ ერთმანეთი დაჭრა. მათ ჭრილობები ერთმანეთს ცივი იარაღით მიაყენეს. თვითმხილველების განცხადებით, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
დაჭრილები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო. საქმე 118-ე მუხლითაა აღძრული, რომელიც სხეულის მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს
0