გურჯაანში, შვილების ცემის ბრალდებით, მამაკაცი დააკავეს გურჯაანში, შვილების ცემის ბრალდებით, მამაკაცი დააკავეს />


  10:12:01     18-05-2015

გურჯაანში, შვილების ცემის ბრალდებით, მამაკაცი დააკავეს

a36956.jpg

შსს-ს ინფორმაციით,კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, დავით თ. ოჯახური ძალადობის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს.

როგორც ირკვევა. ბრალდებულმა გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა 2012 და 2014 წელს დაბადებულ გერებს. ხოლო საკუთარ შვილს 2011 წელს დაბადებულ საბა თ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მიღებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი გერის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა, რის გამოც, კატასტროფის ბრიგადამ იგი თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 126-ე მუხლით. დავით თ. წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევია. 0

ავტორი: